saqarTvelos yureebi - soxumis yure

 

ყურე აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმის მუნიციპალიტეტში. დასავლეთით ესაზღვრება სოხუმის კონცხი. აღმოსავლეთით მდინარე კელასური. სანაპიროს გასწვრივ რკალის სიგრძე 10 კმ-ს აღწევს. ყურის სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი სოხუმი. ერთვის მდინარე ბესლეთი და რამდენიმე მცირე ნაკადი. ყურე არ იყინება და სოხუმის საზღვაო პორტი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.